close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • ახალი ამბები

  • 7 noembers 2018

    პოლონეთისა და საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის დებულების ხელმოწერა პოლონეთის სეიმის მარშალის, მარეკ კუჰჩინსკის 5-6 ნოემბრის თბილისური ვიზიტის უმთავარესი ასპექტი იყო.

    დელეგაციას შეადგენდნენ პოლონეთისა და საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები სეიმიდან და სენატიდან: სენატის ვიცემარშალი მარია კოცი, დეპუტატები: მაუგოჟატა გოშევსკა, მაგდალენა კოჰანი და ბარტოშ რუზვიაკი. ასევე, სეიმის კანცელარიის უფროსი აგნიეშკა კაჩმარსკა და სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა სამინისტროში შიმონ შინკოვსკი ველ სენკი.

     

    ბატონი მარშალი მარეკ კუჰჩინსკი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელთანაც პოლონურ-ქართულ ურთიერთობები განიხილა პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული კუთხითსეიმის მარშალმა აღნიშნა, რომ პოლონეთი ეწინააღმდეგება ყველა იმ ქმედებას, რომელიც არღვევს სახელმწიფო საზღვრებს და თავის ქართველ კოლეგას ამა წლის ოქტომბერში სეიმის მიერ მიღებული რეზოლუცია გადასცა - საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მეათე წლისთავის შესახებირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ბატონ კუჰჩინსკის და ხაზი გაუსვა, რომ პოლონელებსა და ქართველებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთობები აკავშირებთ, რაც ურთიერთთანამშრომლობის მყარი ფუნდამენტია. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია პოლონეთთან თანამშრომლობის გაღრმავება.

     

    ორივე ქვეყნის საპარლამენტო პალატის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს პოლონეთისა და საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის წესდებას. პრესკონფერენციის დროს სეიმის მარშალმა აღნიშნა, რომ პარლამენტშორისი შეთანხმება სეიმისა და სენატის მიერ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მეგობრულ სახელმწიფოებთან ფორმდებამან ხაზი გაუსვა პოლონურ-ქართული მეგობრობის ასწლიან ისტორიას, რომლის საფუძვლებიც ინსტიტუციურადაა გამყარებული.

     

    საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას, მინისტრი აგნიეშკა კაჩმარსკა საქართველოს პარლამენტის გენერალურ მდივანს, გივი მიქანაძეს შეხვდა.

     

    პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში - პოლონელი არქიტექტორის, ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ დაპროექტებულ კორპუსში - ქართული პოლონიისა და საპარლამენტო პალატების ხელმძღვანელთა თანდასწრებით საზეიმოდ გაიხსნა პოლონური ლიტერატურისა და ხელოვნების დარბაზი, რომლის აღდგენა-აღჭურვა პოლონეთის დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხერხდახაზგასმით აღინიშნა ორივე ქვეყნის ისეთი საერთო ღირებულებები და მიზნები, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მარეკ კუჰჩინსკიმ 2008 წელს ლეჰ კაჩინსკის და სხვა ევროპელი ლიდერების თბილისში ვიზიტი და ის მხარდაჭერა გაიხსენა, რომელიც საქართველომ რუსეთთან კონფლიქტის დროს მიიღო.

     

    თბილისში პოლონური ინსტიტუტის გახსნის საზეიმო ღონისძიებისას, რომელიც საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა და ინსტიტუტის დირექტორმა ლეჰ კონჩაკმა საქართველოს პარლამენტში გამართეს, მარეკ კუჰჩინსკიმ და ირაკლი კობახიძემ ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შიმონ შინკოვსკი ველ სენკმა აღნიშნა, რომ თბილისში პოლონური ინსტიტუტის დაფუძნება პოლონურ-ქართული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელსსაქართველოსა და ქართველებს ყოველთვის შეუძლიათ პოლონეთისა და პოლონურ-ქართული მემკვიდრეობის, ისტორიისა და ტრადიციის იმედი ჰქონდეთ, - განაცხადა შინკოვსკი ველ სენკმამან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას თბილისში პოლონური ინსტიტუტის გახსნის ინიციატივაზე აქტიური გამოხმაურებისათვის და ორმხრივი კულტურული პროექტების განხორციელებაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

     

    ვიზიტის მეორე დღეს, სეიმის მარშალმა პოლონურ დელეგაციასთან ერთად ყვავილების გვირგვინით შეამკო პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეჰ კაჩინსკის მემორიალი და შემდეგ, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიაგო პატივი. ბატონმა მარეკ კუჰჩინსკიმ მონაწილეობა მიიღო თბილისში პოლონური ინსტიტუტის სახელობითი დაფის გახსნაშიც.

     

    მოგვიანებითპოლონური დელეგაცია ცხინვალის რეგიონთან (სამხრეთ ოსეთი) არსებულ სადემარკაციო ხაზს ეწვია - 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას. სეიმის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ ეთანხმება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიას. ჩვენ აქ მოვედით, რათა სოლიდარობა გამოვუხატოთ ქართულ სახელმწიფოს, - განაცხადა სეიმის სპიკერმა.

     

    ბატონი მარშალი მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორესაც შეხვდაჩემს სამშობლოში ეკლესია ყოველთვის იყო სახელმწიფოსა და ხალხის უმთავრესი მხარდამჭერი და მაშინ, როდესაც პოლონეთი გაქრა მსოფლიო რუკიდან, გარკვეულწილად ეკლესიამ ჩაანაცვლა იგი. ასე იყო საქართველოს შემთხვევაშიც. გამოვხატავ ჩემს უდიდეს პატივისცემას. პოლონეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს მხარეს, - აღნიშნა მარეკ კუჰჩინსკიმ შეხვედრისას

    M1
    M2
    M3
    M4
    M5
    M6

    Print Print Share: