close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • ახალი ამბები

  • 9 ianvars 2019

    პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი (პროგრამის დამფუძნებელი) და ფონდი ცვლილებათა ლიდერები (პროგრამის ადმინისტრატორი) აცხადებენ მორიგ ღია კონკურსს ქვეყნებისათვის: უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბეიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

    პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერებისა და ექსპერტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულ არიან თავიანთ ქვეყნებში და რეგიონში დემოკრატიის, ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით. პროგრამის ხორციელდება პოლონეთის 5 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცვავი, ლუბლინი, პოზნანი), რომელიც ორი სემესტრის განმავლობაში სწავლებას და სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში 2–4 კვირიან პროფესიონალური სტაჟირებას მოიცავს.

    სასწავლო მიმართულებები:

    •           ეკონომიკა და მენეჯმენტი

    •             ადმინისტრირება (ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურა, გარემოსდაცვა, ჯანდაცვა, განათლება)

    •           საჯარო მმართველობა (ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება)

    •           სამართალი

    •             სოციალური მეცნიერებები

    •           პოლიტილური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობი

    •           განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება

    სტიპენდიის ფარგლებში დაწერილი სადიპლომო ნაშრომი შეიძლება იყოს სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის (მეორე შემთხვევაში, სადიპლომო ნაშრომის შესავალი უნდა იყოს სამეცნიერო ხასიათის)

     

    დაფინანსების პირობები:

    • ყოველთვიური სტიპენდია 1800 ზლოტის ოდენობით (9 თვის განმავლობაში)

       

      ამასთანავე, პროგრამის ადმინისტრატორი უზრუნველყოფს ყოველთვიურად შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:

    • საცხოვრებელი პოლონეთში (9 თვის განმავლობაში)
    • ჯანმრთელობის დაზღვევა
    • პოლონეთში გამგზავრებისა და უკან გამომგზავრების ხარჯები
    • საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ხარჯები
    • სავიზო მოსაკრებელი
    • სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენის ხარჯები (2700 ზლოტის ოდენობით)
    • სტუდენტთა გაცნობით ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯები
    • პოლონური ენის კურსი (ოქტომბერი-ივნისის თვის განმავლობაში)

       

       

      სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს:

    • პროგრამის ინაუგურაცია (2019 წლის სექტემბრის მეორე ნახევარი) და გაცნობით ღონისძიებები (8-10 დღე, 2019 წლის სექტემბრის მეორე ნახევარი)
    • ლექციები (ორი სემესტრი) ერთ-ერთ შემოთავაზბულ უნივერსიტეტში: ვარშავაში, კრაკოვში, ლუბლინში, ვროცვავში, პოზნანში.
    • სადიპლომო ნაშრომის ნაწილის მომზადება ყოველი სემესტრის ბოლოს
    • სტიპენდიანტთა 3-4 საინტეგრაციო-სამუშაო ხასიათის ვიზიტი პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში.
    • პროფესიული სტაჟირება (2-4 კვირა)
    • კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და პოლონური ენის კურსი (2 სემესტრი)
    • დასკვნითი ღონისძება, დიპლომების საზეიმო გადაცემა (2020 წლის ივნისის თვის დასასრული)

       

      კანდიდატები:

      2019/2020 აკადემიურ წელს ლეინ კირკლანდის პროგრამა გათვალისწინებულია შემდეგი სფეროების წარმომადგენელთათვის::

    • სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები
    • იურისტები
    • მეწარმეები, მენეჯერები
    • კულტურის, განათლების, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები
    • კულტურული და საზოგადოებრივი აქტივისტები
    • უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები
    • ჟურნალისტები

       

      პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი მოთხოვნები:

      ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობა ან მუდმივად ცხოვრების უფლება (პოლონეთის მოქალაქე ან პოლონეთში მუდმივად მცხოვრები პირი არ დაიშვება კონკურსში)

    • სრული უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი)
    • 35 წლამდე (დასაბუთებულ შემთხვევებში 40 წლამდე)
    • პოლონური ენის ცოდნა იმ დონეზე, რომელიც აძლევს კანდიდატს სემინარებსა და ლექციებში მონაწილეობის და სადიპლომო ნაშრომის დაწერის საშუალებას (თუ კანდიდატი გადაწყვეტს ნაშრომი დაწეროს პოლონურ ენაზე); ინგლისური ენის ცოდნა  - კონკრეტული კურსის ამ ენაზე არჩევის შემთხვევაში (ასეთ სიტუაციაში დასაშვებია პოლონური ენის დაწყებით დონეზე ცოდნა)
    • პროფესიული გამოცდილება – მინიმუმ 2 წელი

       

      •        ლეინ კირკლანდის სტიპენდიის მიღების შემთხვევაში სწავლა შესაძლებელია პოლონურ ან ინგლისურ ენებზე. ინგლისური ენის შემთხვევაში კანდიდატმა უნდა მიუთითოს კონკრეტული პროგრამა მოცემულ ენაზე (ასეთ დროს მისაღებია პოლონური ენის საბაზისო ცოდნა). ამ შემთხვევაში, აღნიშნული კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე წარმოაჩინონ ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 და პოლონური ენის ცოდნა A1 დონეზე. კანდიდატები, რომლებიც გაივლიან ზეპირ გასაუბრებას, მაგრამ არ აღმოაჩნდებათ პოლონური ენის საკმარისი ცოდნა, შესაძლებლობა ექნებათ, 2019 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ჩააბარონ პოლონური ენის გამოცდა (პროგრამის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალების კანდიდატისთვის გადაცემას).

       

      უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც:

    • აქტიურობენ როგორც პროფესიულ ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში
    • აქვთ მნიშვნელოვანი  მიღწევები ამ სფეროში
    • არ უსწავლიათ პოლონეთში
    • კანდიდატები, რომლებიც სასწავლო ენად ირჩევენ პოლონურს

       

      შერჩევეის პროცესი:

       

      სამეტაპიან პროცესის შედეგად აირჩევა დაახლოებით 45 საუკეთესო კანდიდატი:

    • I ეტაპი – ანკეტების ფორმალური შეფასება
    • II ეტაპი – ანკეტების შინაარსობრივი შეფასება მოცემული თემის ექსპრეტის მიერ
    • III ეტაპი – საკვალიფიკაციო გასაუბრება (დაგეგმილია 30.03 – 30.04.2019)

       

      III ეტაპისათვის მოწვეულ კანდიდატებს ინფორმაცია მიეწოდებათ ელექტრონული ფოსტით ან სატელეფონო ზარის მეშვეობით 2019 წლის მარტის ბოლოს.  ინფორმაცია კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ გამოიგზავნება ელექტრნული ფოსტით 2019 წლის ივნისი/აგვისტოს პერიოდში.

                                   

      განაცხადისთვის საჭირო საბუთები:

      ვებ-გვერდზე,ელექტრონულად შევსებული განაცხადი:

    • ანკეტის ფორმა, პირადი მონაცემებით.
    • საკვლევი პროექტის აღწერა – განმარტება, თუ რატომ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამაში და შეთავაზებები პოლონეთში სამომავლო აქტივობების შესახებ, ზოგადი სამომავლო გეგმები (4000 – 6000 სიმბოლო  ინტერვალებით).

      2.     ორი სარეკომენდაციო წერილი კანდიდატის მიღწევების, კვალიფიკაციისა და საქმიანობის შესახებ, ასევე მისი მომავალი პროფესიული და საზოგადოებრივი განვითარების პერსპექტივების შესახებ (პოლონურ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე), გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტით

      3.     უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი, გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტით.

       

       

      კანდიდატების განაცხადების გადმოგზავნის წესი:

      დაწვრილებითი პროგრამა, განაცხადის შევსების ინსტრუქცია და აპლიკაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.kirkland.edu.pl ან უშუალოდ პროგრამის ადმინისტრატორთან, ელექტრონული მიმოწერის გზით.

       

       

       

      ანკეტის გამოგზავნის ვადა:

      ლეინ კირკლანდის 2019/2020 სასტიპენდიო პროგრამაზე განცხადებების მიღების ბოლო ვადა:

      2019 წლის 1 მარტი

      მოცემული ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ განიხილება.

       

       

      პროგრამა ატარებს ლეინ კირკლანდის (1922 – 1999) სახელს. ლეინ კირკლანდი იყო ამერიკული პროფკავშირების მეთაური (AFL-CIO), პოლონურ–ამერიკული საწარმოო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი; პოლონურ–ამერიკული თავისუფლბის ფონდის დაფუძნების ერთ–ერთი ინიციატორი. 80–ან წლებში თავისი აქტიურობით და ავტორიტეტით ეხმარებოდა პოლონურ „სოლიდარობას“. მხარს უჭერდა აგრეთვე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მისწრაფებას თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ. ის დაჯილდოებულია უმაღლესი ჯილდოებით, მათ შრის, ამერიკული „თავისუფლების საპრეზიდენტო მედლითა“ და პოლონური „თეთრი არწივის ორდენით“.

       

       

      საკონტაქო ინფორმაცია:

       

      Fundacja Liderzy Przemian
      www.leadersofchange.pl

       

      ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამის მისამართი

      al. Jerozolimskie 133 lok. 56, 02-304 Warszawa

      E-mail: kirkland@kirkland.edu.pl

      www.kirkland.edu.pl

       

    Print Print Share: