close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • ახალი ამბები

  • 10 ianvars 2019

    2019 წლის დასაწყისიდან 2020 წლის ბოლომდე პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საელჩოს - საკონტაქტო პუნქტის ფუნქციებს შეასრულებს (ნატოს საკონტაქტო საელჩო).

    ნატო CPE მოიცავს ალიანსის წევრი ქვეყნების ბიუროების ქსელს, რომელიც ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს მაშტაბით პარტნიორ ქვეყნებში ორგანიზაციის არაფორმალური  წარმომადგენლობის ფუნქციას ასრულებს. პოლონეთის საელჩოს -ნატოს საკონტაქტო პუნქტის ძირითად ამოცანებში შედის საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ისევე როგორც საქართველოში ნატოს თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა. პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მოვალეობების შესრულება ასევე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს პოლონურ-ქართული თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.  

     

    Print Print Share: