close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • ახალი ამბები

  • 5 Tebervals 2019

    2019 წლის 31 იანვარს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა და ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ლინას ლინკევიჩიუსმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალზე სტუდენტური ესსეების კონკურსის ორგანიზების შესახებ.

    კონკურსის წესები:

    - კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა უნივერსიტეტების ყველა სტუდენტისათვის

    - სტუდენტი უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოს მოქალაქე;

    - ყველა ესსე უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე

    მოთხოვნები: ესსე წარდგენილი უნდა იყოს MS Word (doc ან docx), ან PDF (pdf) ფორმატში; ფონტი - Times New Roman; ფონტის ზომა - 12; 

    დაშორებაერთი ერთეული (single); სიტყვათა რაოდენობა 5000-6000 (10-12 გვერდი A4 ფორმატში);

    - აპლიკანტს შეუძლია მხოლოდ 1 განაცხადის წარდგენა

    - ესსე წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმითავტორის მიერ ხელმოწერილ დეკლარაციასთან ერთად (the declaration of own work signed by the author). გარდა ამისა, აუცილებელია აპლიკანტის რეზიუმე, რომელშიც მითითებულია ტელეფონის ნომერი, მეილი და მისამართი.

    - განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 აპრილი

     

    ესსები უნდა გადაიგზავნოს ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩოში; მეილზე: amb.ge@urm.lt
     

     

    აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული სახელმწიფოდან გამოვლიდება თითო გამარჯვებული. შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 30 აპრილს 

     

    ჯილდო

     

    გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნების 10 წლისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ მაღალი რანგის პოლიტიკურ ღონისძიებაზე 2019 წელს;

    გამარჯვებულები მიიღებენ მილოცვის საპატიო წერილებს პოლონეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან.

     

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პოლონეთის და ლიეტუვას საელჩოებს თბილისში

     

    პოსტერი

    Print Print Share: