close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • ახალი ამბები

  • 21 dekembers 2018

    15 დეკემბერი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის 24-ე კონფერენციის ბოლო დღე იყო (COP24), რომლის ფარგლებშიც, "კატოვიცეს კლიმატური პაკეტი" მიიღეს.

    პარიზის შეთანხმების იმპლემენტაციის სახელმძღვანელო 133-გვერდიანი დოკუმენტიარომელიც შეთანხმების განხორციელების საერთო წესებსა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს აწესებს, ქვეყნების განვითარების დონისა და საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით.

     

    კონფერენცისას, მაღალი რანგის ყველა დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდა - "ტალანოას დიალოგი", მინისტერიალი კლიმატის დაფინანსებაზე და დიალოგი 2020 წლამდე გასატარებელ რეფორმებზე. გარდა ამისა, განხილულ იქნა დღის წესრიგში არსებული რიგი გლობალური კლიმატური საკითხები

     

    COP24-ის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება 2018 წლის 3 დეკემბერს გაიმართა - "ლიდერთა სამიტი", რომელმაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ დელეგაციებს მოუყარა თავი. სამიტმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სოლიდარული ტრანსფორმაციის იდეა გაიზიარა

     

    ერთადერთი სფერო, რაშიც მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ იქნა მიღწეული - ბაზრის მექანიზმებია (პარიზის შეთანხმების მე-6 პუნქტი). ამ საკითხზე მუშაობა მომავალ წელს, ჩილეში გასამართ COP25-ის სესიაზე გაგრძელდება.

     

    პოლონური ინიციატივების მუდმივი კვალი, კატოვიცეში გამართულ კონფერენციაზე მიღებული დოკუმენტებია: დეკლარაცია სოლიდარული ტრანსფორმაციის თემაზე, დეკლარაცია "ტყეები კლიმატისათვის" და პარტნიორობა ელექტრომობილობის განვითარების მიმართულებით  (Driving Change Together Partnership).

     

     

    საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური 

    Print Print Share: