close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • ახალი ამბები

  • 6 noembers 2018

    მაზურია, ბეშჩადები, გდანსკი, სასახლე ვილანუვში, ან იქნებ პოლონეზი, ტორუნული თაფლაკვერი და ყარყატები? აჩვენე რა მოგწონს ყველაზე მეტად პოლონეთში. გადაიღე ფოტო, ჩაწერე ვიდეო და 11 ნოემბერს, ეროვნული დამოუკიდებლობის დღესასწაულზე ატვირთე Twitter, Facebook, ან Instagram ანგარიშზე "ჰაშთაგით" #likePolska.

    #likePolska- კამპანიის მიზანს ყველა იმ ელემენტის წარდგენა წარმოადგენს, რაც საუკეთესოა პოლონეთში: მდიდარი ისტორიის, ადგილების, რომელთა მონახულებაც ღირს, კულტურის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და პოლონელთა მიღწევების. შესაძლებლობები შეუზღუდავია, რადგან თითოეულ თქვენგანს შეუძლია გაგვიზიაროს საკუთარი საყვარელი ისტორია პოლონეთის შესახებ. შეგიძლიათ შემოურთდეთ აქციას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. საკმარისია მხოლოდ პოზიტიური ასოსციაცია პოლონეთზე, რომელსაც სოციალური ქსელების მეშვეობით გაგვიზიარებთ.

     

     

    #likePolska- წესები 

     

    გამოაქვეყნე ფოტო, ან ვიდეო იმის შესახებ თუ რა მოგწონს ყველაზე მეტად პოლონეთში: საყვარელი ადგილი, კერძი, წეს-ჩვეულება, ობიექტი, ან პერსონაჟი. კრაკოვის ტანსაცმლის დარბაზი თუ კუთხე, რომელიც მხოლოდ შენთვისაა ცნობილი, პიეროგები, თუ რეგიონული კერძები, ქარვის სამკაულები, თუ სახალხო ნამუშევრები, ხელოვნების ცნობილი ნიმუში თუ ოჯახური სუვენირიყველა ამბავი პოლონეთის შესახებ მომხიბლავია, ჩვენ ველოდებით თქვენსას. ფოტო მცირე აღწერით გამოაქვეყნეთ 11 ნოემბერს Faceebok, Twitter, ან Instagram ანგარიშზე (საჯარო წვდომით), დაურთეთ "ჰაშთაგები" #PL100 #likePolska და სხვებთან ერთად აღნიშნეთ პოლონეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლისთავი

     

    საუკეთესო პოსტები გამოქვეყნდება poland.pl Facebook გვერდზე და @polska @poland Twitter პროფილებზე

     

    კამპანიაში ჩართვა შესაძლებელია #likePolska- LINK HERE,   ლოგოს გადმოწერითაც (იხილეთ ბმული Facebook-ის პროფილის ფოტოსათვის), ან სურათის გამოქვეყნებით #likePolska- ლოგოტიპით (იხილეთ ბმული Facebook-ის მობილური აპლიკაციისათვის) LINK HERE.

     

    კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ http://Poland.plhttp://facebook.com/polska/, ან თვალი ადევნეთ "ჰაშთაგებს" - #likePolska და #PL100 

     

    საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.    

     

     

    Print Print Share: