close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • ელჩი

  • ბატონი მარიუშ მაშკიევიჩ - პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

     

    პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩ

     

    იაგელონის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-ისტორიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, 1993 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1990 წელს; თავიდან, პოლონიის საკითხებში განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, შემდეგ როგორც Charge d’Affares a.i.  ლიტვაში, სადაც აგრეთვე ასრულებდა ელჩის მოადგილის ფუნქციებს. 1994 წელს დაარსა საკონსულო გროდნოში, სადაც 1997 წლამდე მუშაობდა გენერალური კონსულის სტატუსში. 1998-2002 წლებში მივლინებული იყო  პოლონეთის რესპუბლიკის ელჩად ბელორუსიაში. 2003 წლიდან 2006 წლამდე ეწეოდა კონსალტინგურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო პოლონური მეწარმეობის მხარდასაჭერად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზარზე. 2007 წლის იანვარში დაინიშნა მრჩევლად აღმოსავლურ საკითხებში პრემიერ იაროსლავ კაჩინსკის კაბინეტში. 2008-2009 წლებში იკავებდა ვიცე-დირექტორის პოსტს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტში. 2009 წელს გაიარა რამდენიმეთვიანი კურსი უსაფრთხოების საკითხებში მარშალის ცენტრში  გარმიშ-პატენკირხენში. 2010-დან 2016 წლამდე გახლდათ საგარეო უწყებაში პოლონური პროფკავშირული ორგანიზაციის „სოლიდარობა“ კომისიის თავმჯდომარე. იღწვოდა პოლონეთის საგარეო სამსახურის პირობების გასაუმჯობესებლად ფუნქციონირების კუთხით. არის  საგარეო სამინისტროს ფუნქციონირების შესახებ მრავალი სტატიის, კვლევის და მოხსენების ავტორი. 2013 წლიდან მიმდინარე წლის ნოემბრის თვემდე მოღვაწეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო და კულტურული დიპლომატიის დეპარტამენტში.   

     

    დიპლომატიურ სფეროში მოღვაწეობის გარდა მარიუშ მაშკიევიჩ ეწევა აქტიურ აკადემიურ და დიდაქტიკურ საქმიანობას. იგი გახლავთ ადიუნქტი კარდინალი სტეფანე ვიშინსკის სახ. უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტზე, მიჰყავს დიდაქტიკური მეცადინეობები ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრში, ისევე როგორც ვარშავის  სხვა წამყვან უნივერსიტეტებში. გამოქვეყნებული აქვს 10 -ზე მეტი წიგნი (მონოგრაფიები და კრებულები), ასევე ათობით სტატია და მეცნიერული ნაშრომი, რომელიც ეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, ანტროპოლოგიას, სოციოლოგიას, ისტორიას და კულტურას. მისი ნაშრომების ნაწილი ნათარგმნია ინგლისურ, ლიტვურ, უკრაინულ, ბელორუსულ და ესპანურ ენებზე.   

     

    დაჯილდოებულია თავისუფლებისა და სოლიდარიბის ჯვრით ოპოზიციური საქმიანობისთვის 80 წლებში (მოძრაობა თავისუფლება და მშვიდობა“  მშრომელ ხალხზე ზრუნვა).  2001 წელს ლიტვის პრეზიდენტის ვალდას ადამკუსისგან მიიღო გიედიმინის ორდენი, ხოლო 2012 წელს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გადაეცა  საპატიო ჯილდო - დიპლომატიის ვარსკლავი. 

     

    ფლობს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ლიტვურ და ბელორუსულ ენებს. საკომუნიკაციო დონეზე ფლობს უკრაინულს და ფრანგულს. ამჟამად ინტენსიურად სწავლობს ქართულს.

     

    Print Print Share: