close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • სავიზო ინფორმაცია

  •  

    ყურადღება!

     

    იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება ტელეფონით, თქვენივე კომფორტისათვის გთავაზობთ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე. 

     

    ვიტოვებთ უფლებას, არ ვუპასუხოთ იმ შეკითხვებს, რომელთა პასუხსაც თავად მოიძიებთ „სავიზო ინფორმაციის“ განყოფილებაში. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს ვებ-საიტზე განთავსებულ სავიზო ინფორმაციას.

     

     

    ყურადღება!

     

    საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს და გეგმავენ მოგზაურობას პოლონეთში ან შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში არაუმეტეს 90 დღის ვადით 180 დღიან პერიოდში, 2017 წლის 28 მარტიდან აღარ ეხებათ შენგენის ვიზის მიღების ვალდებულება.

     

    სამართლებრივი საფუძველი: ევროკავშირის N539/2001 რეგულაციის ნოველიზაცია (ძალაში შევიდა 2017  წლის 28 მარტს).

     

    გაცნობებთ, რომ პოლონეთის საელჩო თბილისში არ პასუხობს შეკითხვებს სასაზღვრო ორგანოს მიერ მგზავრის შენგენის ზონაში შეშვებაზე უარის მიზეზების შესახებ.  

     

    გთხოვთ, გაეცნოთ ხშირად დასმულ შეკითხვებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ.

     

    ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეხება მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებზეც შენგენის ზონაში შესასვლელად ვრცელდება ვიზის მიღების ვალდებულება, აგრეთვე ბიომეტრიული პასპორტის არმქონე საქართველოს მოქალაქეებს.   

     

     

    ერთიანი შენგენის ვიზა

     

    ეროვნული ვიზის

     

    ვიზა ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრებისათვის

    Print Print Share: