close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • კულტურული თანამშრომლობა

  • საკმაოდ ღრმა არის პოლონურ-ქართული ურთიერთბები კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში. კულტურული ურთიერთობები პოლონეთსა და საქართველოს შორის უძველესი დროიდან მოდის, ჯერ კიდევ ომებს შორის პერიოდიდან. პოლონეთში კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ბევრი ქართველი მოღვაწეობდა. გამომცემლობაში: დიდი უნივერსალური ლიტერატურა მთლიანი თავი აქვს დათმობილი ქართული ლიტერატურის აღწერას. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბევრმა პოლონელმა საზოგადო მოღვაწემ ჰპოვა თავშესაფარი საქართველოში, რომლებიც ჰიტლერის აგრესიას გამოექცნენ ლვოვიდან და ვილნიდან. სწორედ ამ პერიოდიდან ჩაეყარა საფუძველი აქტიურ ურთიერთობებს ქართველ და პოლონელ ინტელექტუალებს შორის. ძალიან გაიზარდა საქართველოსადმი ინტერესი, ბევრი მწერალი და პუბლიცისტი ჩამოვიდა იმ დროს საქართველოში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არაერთი ქართული ნაწარმოები ითარგმნა პოლონურ ენაზე, მაშ შორის საყურადღებოა შოთა რუსთაველის პოემა, რომელიც იგორ სიკირიცკიმ და იეჟი ზაგურსკიმ თარგმნეს 60-76 წლებში; ითარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ნოდარ დუმბაძის, სულხან საბა ორბელიანის, გიორგი ლეონიძისა და სხვათა შემოქმედება. ასევე ბევრი პოლონური ნაწარმოები ითარგმნა იმ პერიოდში ქართულ ენაზე: მიცკევიჩის-პან ტადეუში; შენკევიჩის - Qvo Vadis?; ბოლესვავ პრუსის - ფარაონი; საკმაოდ კარგი ურთიერთობებია ქართულ და პოლონურ საოპერო ხელოვნების სფეროშიც.

    საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პოლონეთში 1991 წლიდან გამოიცემა Pro Georgia, Journal of Kartvelological Studies, დავით ქოლბაიას მთავარი რედაქტორობით. ამ უკანასკნელეს გამოსცემს აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობის ცენტრი და ფინანსდება პოლონური დახმარების პროგრამის ფარგლებში. ჟურნალში მოყვანილია ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის პოლონური კოლექცია და სხვადასხვა საინტერესო ნარკვევები საქართველოს შესახებ. 

    ხშირად იმართება საქართველოში პოლონური თანამედროვე ხელოვნების გამოფენები. საქართველოს ხშირად სტუმრობენ პოლონელი მუზიკოსები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

    ყოველწლიურად საქართველოდან პოლონეთში ათეულობით სტუდენტი მიემგზავრება სასწავლებლად, სხვადასხვა ფასიანი თუ უფასო პროგრამის ფარგლებში. სასტიპენდიო პროგრამებიდან აღსანიშნავია: „სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის“ და „ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდია“. ამ უკანასკნელი პროგრამის განხორციელება დაიწყო 2000 წელს, რომლის მიზანიცაა ორსემესტრიანი სასწავლო კურსის ფარგლებში, პოლონური გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური ტრანსფორმაციის სფეროში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის. პროგრამა ხელმისაწვდომია უკრაინის, რუსეთის, ბელორუსის, მოლოდოვის, სასომხეთის, აზერბაიჯანისა და მათ შორის საქართველოს ახალგაზრდებისათვის. 2000-2011 წლამდე პროგრამაში საქართველოდან 35 სტიპენდიანტმა მიიღო მონაწილეობა. პოლონეთის წამყვანი უნივერსიტეტები აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენს უნივერსიტეტებთან და სტუდენტები მუდმივად მიემგზავრებიან პოლონეთში გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, 2003 წლიდან გაიხსნა პოლონური ენის კათედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და  მიმდინარეობს პოლონურენოვანი სტუდენტების მომზადება, ყოველივე ეს კი მნიშვნელოვანია პოლონურ-ქართული ურთიერთობების კიდევ უფრო  გაღრმავებისათვის.

    Print Print Share: