close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • ორმხრივი თანამშრომლობა

  • საკანონმდებლო ბაზა

    1993 წელს საქართველოს რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დაიდო სამი ძირითადი ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის,  კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობისა და რეგიონთაშორისი ურთიერთობების  შესახებ; უკვე მოგვიანებით, კერძოდ, 1996 წელს ვარშავაში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და პოლონეთს შორის  თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; შედეგად მხარეები სამხედრო თანამშრომლობას ახორციელებენ ოფიციალური ვიზიტებით, კონსულტაციებით, გამოცდილების გაზიარებით.

    1999 წლიდან მთავრობებს შორის მოქმედებს შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, შემოსავლებზე და კაპიტალზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ;  უკვე 2004 წელს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ოქმს მოეწერა ხელი; ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სფეროებში თანამშრომლობის დამადასტურებელია მემორანდუმი, რომელიც 2007-2008 წელს გაფორმდა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებობს ხელშეკრულებები ეკონომიკურ სფეროში, ორგანიზებული და სხვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. 2011 წელს ხელი მოეწერა საავიაციო-სატრანსპორტო საშუალებების შესახებ სამთავრობო შეთანხმებას. რამაც გაამარტივა საქართველოსა და პოლონეთს შორის საჰაერო მიმოსვლა, ეს კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს ტურიზმის, ეკონომიკური და სხვა საქმიანი ურთიერთობების განვითარებას. 2011 წლის 9 აგვისტოს დაიდო მთავრობათა შორისი შეთანხმება საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ახალგაზრდულ-სპორტულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ 2011-2013 წლებში. ამ პროგრამის ფარგლებში პოლონეთის სახელმწიფო ყოველწლიურად გამოყოფს სპეციალურ სტიპენდიებსა და გრანტებს სტუდენტებისათვის, ასე რომ ბევრს მსურველს ეძლევა შესაძლებლობა უფასოდ მიღოს განათლება პოლონეთში. რაც თავისთავად ცხადია, ხელს უწყობს საგანმანათლებლო და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

    Print Print Share: